იტვირთება...
ღია კარის დღე და „Teen Academy” გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია კარის დღე და „Teen Academy” გრუნიში


2026 წლის 18 აპრილს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ტრადიციული და ყველაზე მასშტაბური პროექტი - “teen academy”, დაიწყო. უნივერსიტეტმა, ამავდროულად, სკოლის მოსწავლეებს ღია ცის ქვეშ გამართულ ღია კარის დღეზეც უმასპინძლა.

 

ორივე ღონისძიება ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა - თბილისისა და რეგიონის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროფესიებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც გრუნი სთავაზობს ახალგაზრდებს.

 

პროექტი “teen academy” გრძელდება, მასში ჩართული 500-მდე აბიტურიენტი გრუნისგან 20%-იან შიდა დაფინანსებას მიიღებს, ხოლო გამორჩეული მონაწილეები სრული (100%) ან ნაწილობრივი (70%, 50%, 30%) სასწავლო გრანტის მოპოვებას შეძლებენ.

 

გრუნი მადლობას უხდის ღონისძიებების თითოეულ მონაწილეს და წარმატებას უსურვებს პროფესიის არჩევაში.