იტვირთება...
„ბრაით ლაბი“ გრუნის პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ბრაით ლაბი“ გრუნის პარტნიორი გახდა


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „ბრაით ლაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია ახალგაზრდების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

 

თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგების, სემინარებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, ასევე, სტაჟირების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის.

 

BrightLAB წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული, კრეატიული და პრაქტიკული უნარების განვითარებას. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, ქმნის ინოვაციურ პროექტებს და ეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ მოემზადონ მომავლის გამოწვევებისათვის, განივითარონ თანამედროვე შრომის ბაზრისთვის აუცილებელი უნარები და წარმატებით განახორციელონ თავისი კარიერული მიზნები.