2026 წლის 8 აპრილს საბუღალტრო კომპანია შპს „როვის“ წარმომადგენლებმა ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარეს.
სემინარის ფარგლებში განიხილეს ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპები, საბუღალტრო აღრიცხვის თანამედროვე მიდგომები, საგადასახადო სისტემის პრაქტიკული ასპექტები და რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებული ინსტრუმენტები. შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სტუდენტებმა პროფესიონალებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღეს.
სემინარი წარმოადგენს უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარების განვითარებას.
შპს „როვი“ გრუნის პარტნიორი ორგანიზაციაა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა