იტვირთება...
ახალი სტუდენტური პროექტი - „ყავა პროფესორთან“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალი სტუდენტური პროექტი - „ყავა პროფესორთან“


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური პროექტი დაიწყო - „ყავა პროფესორთან“.

 

პროექტის მიზანია არაფორმალურ გარემოში პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა სრულიად განსხვავებული რაკურსით, რაც სტუდენტებს აკადემიურ პერსონალთან ღია, უშუალო და თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემს.

 

პირველი შეხვედრა განსაკუთრებული აღმოჩნდა: სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე მასპინძლობდა.

 

შეხვედრაზე რექტორმა ახალგაზრდებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მეგობრული რჩევები მისცა, რომლებიც მათ როგორც კარიერულ წინსვლაში, ისე პიროვნულ განვითარებაში დაეხმარება.

 

პროექტი გრძელდება, შემდეგ სტუმარს სტუდენტები, წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, თავად შეარჩევენ.