იტვირთება...
ტრენინგი ბაკურიანში Gen Z ახალგაზრდებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი ბაკურიანში Gen Z ახალგაზრდებისათვის


ბაკურიანში გრუნის პარტნიორი ორგანიზაცია „დრონის“ მიერ ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგი: “Pilot Testing Mobility”. ტრენინგის მიზანი იყო თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით Gen Z ახალგაზრდებში მშვიდობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის უნარების განვითარება.

 

9-დღიან ტრენინგში ქართველი, ბულგარელი, რუმინელი, სომეხი და თურქი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. პროექტში ჩართული იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტი ნინო ქობალია. ტრენინგი ინტერაქტიული, თანამედროვე და ეფექტური სწავლების მეთოდების გამოყენებით ჩატარდა, მონაწილეებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც Gen Z -ის ახალგაზრდებს მშვიდობის, თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმარება.