იტვირთება...
სამართლის სტუდენტები - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლის სტუდენტები - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო კურსის - „საადვოკატო საქმიანობის საფუძვლები”, პრეკლინიკის ფარგლებში, რომელსაც პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას სტუმრობდნენ.

 

სტუდენტები გაეცნენ ასოციაციის სტრუქტურას, საქმიანობის სტანდარტებს, სამუშაო გარემოს.

 

შეხვედრაზე განხილულმა საკითხებმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სტუდენტებმა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ვიზიტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.