2026 წლის 26 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფილიალის დირექტორი - იოსებ ნანობაშვილი.
სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების აკადემიური პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, განიხილა გრუნისა და EPLO-ს თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ EPLO წარმოადგენს სამთავრობათაშორის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მისიაა ევროპული საჯარო სამართლის, მმართველობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაცია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს.
გრუნის რექტორის მოადგილეებმა, პროფესორებმა: გულნაზ გალდავამ და ვახტანგ ჭარაიამ, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ხატია მარკოზაშვილმა, აღნიშნეს, რომ განათლების, კვლევისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით ამგვარი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ აკადემიურ და პრაქტიკულ ღირებულებას სძენს გრუნის საერთაშორისო საგანმანათლებლო საქმიანობას.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გრუნისა და EPLO-ს თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:
- ELGS-ის კამპუსის ფუნქციონირება უნივერსიტეტის ბაზაზე;
- ერთობლივი აკადემიური პროგრამების განვითარება;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა;
- სასერტიფიკატო კურსებისა და ტრენინგპროგრამების განხორციელება;
- საზაფხულო და ზამთრის სკოლების ორგანიზება;
- ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა;
- სტუდენტების ELGS-ის პროგრამებში ჩართვა;
- Erasmus+-ის მობილობის შესაძლებლობების გამოყენება.
ერთობლივი შეთანხმებით, უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა EPLO-ს საგანმანათლებლო ინსტიტუტის (ELGS) კამპუსი/სექცია, რომელიც სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ახორციელებს.
ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის დაგეგმვისა და განვითარების კოორდინაცია განახორციელა ინტერნაციონალიზაციის საკითხებში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ - თამარ ლაღიძემ

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა