იტვირთება...
მედიაციის ცენტრის საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით განხორციელდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრის საგანმანათლებლო პროექტი წარმატებით განხორციელდა


2026 წლის 28-29 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთათვის გაიმართა დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის - ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი: „მოლაპარაკება, ლიდერობა, მედიაცია“.

 

პროექტი წარმოადგენს მედიაციის ცენტრის მნიშვნელოვან ინიციატივას ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარების, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

 

წელს პროექტმა უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა, უმასპინძლა 60 საჯარო და კერძო სკოლის 122 მოსწავლეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მიმართ მოზარდების გაზრდილ ინტერესს.

 

ტრენინგი-კონკურსი დაფუძნებული იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული, ინოვაციური და ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზე. რეალურ სიმულაციურ პროცესებში მონაწილეობით მოსწავლეებმა განივითარეს მოლაპარაკების, მედიაციისა და ლიდერობის უნარები.

 

პროექტი ორ დღეს გაგრძელდა, პირველი დღე სწავლებას დაეთმო. ფინალურ შეხვედრაზე კი განხორციელდა მედიაციის ცნობილი ქეისის - გაფრინდაშვილი-ნეტფლიქსი, სიმულაცია, რაც მონაწილეებისთვის უნიკალურ გამოცდილებასა და შესაძლებლობას წარმოადგენდა.

 

კონკურსის გამარჯვებული გახდა სალომე გელაშვილი, კერძო სკოლის - „აია-ჯესი“, მე-12 კლასის მოსწავლე, რომელიც უკვე მეორე წელია მონაწილეობს პროექტში. მას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლის 100%-იანი გრანტი გადაეცა.

 

ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს 142-ე, 177-ე, 178-ე და 159-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა: თანანა კანკიამ, მარიამ მჭედლიშვილმა, ანასტასია პაგაშვილმა და ნიკოლოზ შაიშმელაშვილმა. ამ უკანასკნელმა მოიპოვა სტატუსი - „გრუნის სიმპათია“.

 

ფინალის მონაწილეებს აფასებდა პროფესიული და აკადემიური ნიშნით შერჩეული ჟიური:
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის; კანცლერის - გიორგი თავხელიძის; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, უნივერსიტეტის პროფესორის - ირაკლი ყანდაშვილის, გრუნის პროფესორისა და იუსტიციის მინისტრის მოადგილის - მერაბ ტურავას; საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის - თამარ იმნაიშვილის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის - ქეთევან ქოქრაშვილისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილის - ნინო ქაშაკაშვილის, შემადგენლობით.

 

პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ღონისძიება გამოირჩეოდა შემეცნებითი და მეგობრული გარემოთი, რაც კიდევ უფრო ზრდის მონაწილეთა მოტივაციას.

 

პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი გახლდათ გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიატორი და იურისტი ნინა გერსამია. პროექტის წარმატება განაპირობა მედიაციის ცენტრის გუნდმა: მაკა პარსალიშვილის, ნინი გოცირიძის, ანი თვაურის, მარიამ ნიშნიანიძის, მედეა კუსრაშვილის, თინათინ მჭედლიშვილის, გიორგი ამირხანიანის, ლიზა გარსევანიშვილის, მარიამ კვიჟნაძის, მარიამ გაგაძის, ლიზი უბირიას, ნინი გვასალიას, ელენე ხუროშვილის, ფეოდორა ქავთარაძის, ლიკა ხუნჩუკაშვილის, ლიკა მოსიაშვილის, სოფო დადვანის, თეონა დვალიშვილისა და მარიამ ლომთაძის მონაწილეობით.