იტვირთება...
ინტერაქტიული ტრენინგი/კონკურსი უფროსკლასელთათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტერაქტიული ტრენინგი/კონკურსი უფროსკლასელთათვის

2026 წლის 28-29 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრი X–XII კლასების მოსწავლეებს იწვევს ორდღიან ინტერაქტიულ ტრენინგ-კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

მოლაპარაკება, მედიაცია, ლიდერობა წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ხორციელდება პრაქტიკაზე დაფუძნებული, თანამედროვე და ინტერაქტიული მეთოდებით. მონაწილეები ჩაერთვებიან ჯგუფურ აქტივობებსა და რეალურ სიმულაციურ პროცესებში, რაც მათ დაეხმარება განივითარონ მოლაპარაკების, მედიაციისა და ლიდერობის უნარები.

 

ტრენინგი-კონკურსი გამოირჩევა სახალისო და შემეცნებითი ფორმატით, მონაწილეები ერთდროულად მიიღებენ ცოდნასაც და გამოცდილებასაც, შეიძენენ მეგობრებს.

 

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულს პრიზი - უნივერსიტეტში სწავლის 100%-იანი გრანტი.

 

კონკურსის ფინალურ ეტაპს შეაჯამებენ განათლების სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მედიატორთა ასოციაციისა და გრუნის პროფესორები.

 

გასულ წელს პროექტმა მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, მასში მონაწილეობა მიიღო 50 საჯარო და კერძო სკოლის 100-ზე მეტმა მოსწავლემ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება:


https://forms.gle/QA6Y95qZ6CTgGixu8