იტვირთება...
კონკურსი გრუნის კლინიკური უნარების ცენტრში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი გრუნის კლინიკური უნარების ცენტრში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ცენტრში, ახალი კადრების შესარჩევად, პრაქტიკული ფორმატის კონკურსი ჩატარდა.

 

კონკურსის მონაწილეებმა თავდაპირველად გაიარეს ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა სიმულაციური ტექნიკების გამოყენებით სწავლების უნარების განვითარებას.

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სტუდენტთა ჯგუფებთან ჩაატარეს საცდელი მეცადინეობები. შეფასების შედეგებით, კლინიკური უნარების ცენტრში, რვა კანდიდატიდან, სამუშაოდ ოთხი შეირჩა.