იტვირთება...
აკრედიტებული უსგ პროგრამა სტომატოლოგებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აკრედიტებული უსგ პროგრამა სტომატოლოგებისათვის

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ყველა სპეციალობის სერტიფიცირებულ სტომატოლოგს (თერაპიული სტომატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია, ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია) 2026 წლის 17-18 აპრილს სთავაზობს აკრედიტებულ უსგ პროგრამას: „ოროფაციალური ტკივილი - საერთაშორისო კლასიფიკაცია და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპები“.

 

(მოდული I)

  • I ტიპის 9 უპგ ქულა;
  • ხანგრძლივობა 2 დღე ( დღე I-ლექცია 6 სთ., დღე II - პრაქტიკული კურსი-5 სთ.);
  • ღირებულება: 300 ლარი.

 

პროგრამის ტრენერი - ნინო წილოსანი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამისა და სტომატოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრის - „გრუნივერსი“, ხელმძღვანელი, სამედიცინო განათლების ექსპერტი.

 

პროგრამის მიზანია, მსმენელს გაუღრმავოს ცოდნა ოროფაციალური ტკივილის საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICOP) შესახებ და განუვითაროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიფერენციული დიაგნოსტიკის კომპეტენციები, რაც ხელს შეუწყობს ინტერდისციპლინურ მიდგომებზე დაყრდნობით ოროფაციალური ტკივილის რთული მდგომარეობის დროულ და სწორ დიაგნოსტიკას და მის სათანადო მართვას.

 

დღე I:

  • ოროფაციალური ტკივილი - გამოწვევა თანამედროვე პრაქტიკულ სტომატოლოგიაში;
  • ტკივილის ტიპები, ტკივილის ნეიროფიზიოლოგია;
  • ჰეტეროტოპული ტკივილის ტიპები-ცენტრალური, პროეცირებული და არეკვლილი (ირადირადირებული) ტკივილი;
  • ოროფაციალური ტკივილის საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICOP) სტრუქტურა და პრინციპები, მისი ძირითადი დიაგნოსტიკური კატეგორიები;
  • მიოფასციური, ნეიროვასკულური, ნეიროპათიური, ფსიქოგენური ტკივილი, საფეთქელქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია, ოდონტოგენური და მუკოგინგივალური ტკივილი;
  • საგანგაშო ნიშნები - წითელი და ყვითელი დროშები პაციენტის გადასამისამართებლად.

 

დღე II

  • შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება-რეალური კლინიკური ქეისების განხილვა, რომელიც დაეხმარება მსმენელს, პრაქტიკაში გამოიყენოს და დანერგოს დიაგნოსტიკის რელევანტური მეთოდები.

 

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 79 11 15. მისამართი: შარტავას ქუჩა 29