იტვირთება...
გრუნის პროფესორის - გიორგი დუღაშვილის, ახალი კვლევა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორის - გიორგი დუღაშვილის, ახალი კვლევა

მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული აკადემიური გამომცემლობის, „დიდი ხუთეულის“ (Big Five), სამეცნიერო ჟურნალში, John Wiley & Sons, გამოქვეყნდა გრუნის პროფესორის - გიორგი დუღაშვილის, თანაავტორობით მომზადებული სამეცნიერო სტატია: „Oral Health Challenges in Post-Treatment Cancer Survivors: A Cross-Sectional Study“.

 

ეს გახლავთ მეოთხე სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გრუნის პროფესორის მონაწილეობით ამ მეტად ავტორიტეტულ პლატფორმაზე იბეჭდება.

 

ნაშრომი ეხება ონკოლოგიური მკურნალობის შემდგომ პერიოდში მყოფ პაციენტებში პირის ღრუს ჯანმრთელობის გამოწვევებსა და მათ კლინიკურ საჭიროებებს. მიღებული შედეგები ადასტურებს ონკოლოგთა გუნდში სტომატოლოგების ინტეგრირების მნიშვნელობას.

 

სტატიის სრულად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/scd.70148