იტვირთება...
სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (მისი გაუქმება და აღდგენა)“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (მისი გაუქმება და აღდგენა)“


2025 წლის 31 ივლისს გაიმართა გრიგოლ რობაქიძისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია: „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (მისი გაუქმება და აღდგენა)“.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პროფესორები : თენგიზ ირემაძე, მიხეილ გოგატიშვილი, ლალი ზაქარაძე და გიორგი ხუროშვილი.

 

საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით გრუნის პროფესორების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები ახალი საარქივო დოკუმენტების ანალიზს ეფუძნებოდა, რამაც კონფერენციის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

კონფერენციის მასალები გამოიცემა სამეცნიერო კრებულად.