იტვირთება...
გრუნის პროფესორი - ბერლინის მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი - ბერლინის მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი - ნინო ცხოვრებაშვილი, 2026 წლის 16-17 იანვარს მონაწილეობდა ბერლინის მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.

 

ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე გრუნის პროფესორი მესამედ მიიწვიეს, ამჯერად როგორც საერთაშორისო მარკეტინგული ტენდენციების კონფერენციის (IMTC) სარეცენზიო საბჭოს წევრი.

 

საბჭოს წევრად ნინო ცხოვრებაშვილი 2024 წელს აირჩიეს, რაც კონფერენციის პრეზიდენტის, ფრანსუაზ კონშონ ანდრიანის მიერ ქართველი მეცნიერის მიმართ გამოხატული დიდი ნდობის დადასტურებაა.

 

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს პრობლემებზე ორიენტირებულ სამეცნიერო კვლევას მარკეტინგის სფეროში.

 

კონფერენციის პარტნიორი ორგანიზაციები:

  • მარკეტინგის ფრანგული ასოციაცია;
  • მარკეტინგის ესპანური ასოციაცია;
  • მარკეტინგის იტალიური ასოციაცია;
  • იტალიური მარკეტინგული გაერთიანება/საზოგადოება.

 

კონფერენციის მუდმივი მონაწილეები: საფრანგეთის, იტალიის, ისრაელის, ინგლისის, ამერიკის, კანადის, ესპანეთის, გერმანიის, ავსტრიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, დანიის, ავსტრალიის, კატარის, ინდოეთის, საბერძნეთის, თურქეთის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, ჩინეთის, მექსიკის, ლიბანის, ტუნისის, კამერუნის, ფინეთის უნივერსიტეტების პროფესორები, დოქტორანტები, დარგის ექსპერტები და პრაქტიკოსები.