გრუნის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა შობა-ახალი წლის დადგომა ერთად იზეიმეს.
საახალწლო წვეულებაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, 2025 წელი შეაჯამა, მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა, თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა გრუნის კოლექტივსა და სტუდენტებს და საუკეთესო 2026 წელი უსურვა მათ.
ტრადიციისამებრ, წვეულებაზე გამოვლინდა:
- მის გრუნი - მარიამ გეთია;
- მისტერ გრუნი - ბექა ქანდარია;
- მის ელეგანტურობა - ხატია მარკოზაშვილი;
- მისტერ ელეგანტურობა - ლაშა-გიორგი კარიჭაშვილი.
საახალწლო საღამო რესტორანში „თეატრი“ გაიმართა და მას მუსიკალურად ანსამბლი „შვიდკაცა“ აფორმებდა.
წვეულებაზე სტუდენტებმა თავიანთი შემოქმედებაც წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ფარული კენჭისყრით, წლის სკოლად სტომატოლოგიის სკოლა დასახელდა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა