გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ნილაის INTI International University-სთან (მალაიზია), რომელიც გამოირჩევა ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან მრავალმხრივი პარტნიორობითა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელით. უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში და სტუდენტებს სთავაზობს გლობალურ სტანდარტებზე დაფუძნებული სწავლების გამოცდილებას.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მათი ჩართულობის გაძლიერებას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა