მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა კვლევითი ანგარიში - Global Risks Report 2026, რომელიც ასახავს გლობალური რისკების ცვლილებებსა და გამოწვევებს 2026-2036 წლებში.
Global Risks Report 2026-ის მომზადებაში მონაწილეობდნენ გრუნის პროფესორები: ვახტანგ ჭარაია, თენგიზ თაქთაქიშვილი, გიგა თვაური და მარიამ ლაშხი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიო შედის „კონკურენციის ეპოქაში“, იზრდება ეკონომიკური დაპირისპირება, პოლიტიკური პოლარიზაცია და ტექნოლოგიური რისკები, ხოლო საერთაშორისო თანამშრომლობა სულ უფრო რთულ ფორმებს იღებს. უახლოეს წლებში სერიოზულ საფრთხეებს წარმოადგენს: მსოფლიო ეკონომიკური კონფრონტაცია, სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული კონფლიქტები, დეზინფორმაცია, ეკონომიკური არასტაბილურობა და კიბერუსაფრთხოება. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში წამყვან რისკებად სახელდება კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეები, ეკოსისტემების დეგრადაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლო ნეგატიური შედეგები.
Global Risks Report 2026-ი აერთიანებს 1300-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტის ხედვებს და მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღებთა მხარდაჭერას გლობალური რისკების ადრეული იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების პროცესში.
ანგარიში: WEF_Global_Risks_Report_2026.pdf

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა