იტვირთება...
მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი ბათუმის წარმომადგენლობაში


2025 წლის 12 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში, ბიზნესის და მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა - სლავა ფეტელავამ, წარადგინა მოხსენება ლექცია: „კონკურენციის პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის ასპექტები საქართველოში“.

 

განხილულ იქნა კონკურენციის პოლიტიკის არსი და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმები, ასევე, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

 

სემინარი ინტერაქტიური ფორმატით წარიმართა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მიიღეს ამომწურავი პასუხები კონკურენციის პოლიტიკის პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.