მიმდინარე წლის 5, 6, 10 და 13 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში საჯარო მოხელეებისათვის გაგრძელდა ტრენინგების ციკლი: „ელექტრონული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მოხელეების საქმიანობაში“. პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობდა საჯარო სექტორში დასაქმებული 100-ზე მეტი მოხელე, რაც ადასტურებს თემის აქტუალობასა და მის პრაქტიკულ მნიშვნელობას.
ტრენინგს უძღვებოდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში - გუგული თურმანიძე. სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთა კომპეტენციების გაძლიერებას ელექტრონული მმართველობის თანამედროვე სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით.
ტრენინგის შინაარსი განკუთვნილი იყო როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ისე პრაქტიკული უნარების გასავითარებლად. პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ AI სავარჯიშოებს, დისკუსიებსა და ქეისებს, რაც ხელს უწყობს მონაწილეთა აქტიურ ჩართვასა და მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო პროცესებში გამოყენებას.
ტრენინგების პირველი ეტაპი განხორციელდა ნოემბრის თვეში, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროს, მუნიციპალური მერიისა და საჯარო დაწესებულებების მოხელეები, ხოლო დეკემბრის თვეში - ჩაერთნენ სახელმწიფო დაწესებულებები:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო;
- სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი;
- ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
- შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
საჯარო მოხელეებმა მადლიერება გამოხატეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმართ ამ შესაძლებლობისათვის და გამოთქვეს ამგვარი საგანმანათლებლო ინიციატივების გაგრძელების სურვილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრუნის მნიშვნელოვან როლს საჯარო სექტორის პროფესიული განვითარებაში.
კურსის წარმატებით დასრულების დასტურად, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ამირან მესხიშვილმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს პროფესიული განვითარების პროგრამებს აჭარის საჯარო მოხელეებისთვის.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI