იტვირთება...
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის


2025 წლის 15 დეკემბერს, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისთვის ჩატარდა ტრენინგი: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის”, რომელსაც უძღვებოდა ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი.

 

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები კვლევითი მონაცემების დამუშავებაში, სასწავლო მასალების მომზადებაში, აკადემიური ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვაში.

 

ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატით, რაც მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ თემატური კითხვები და მიეღოთ განმარტებები.