2025 წლის 15 დეკემბერს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა COST Action-ის პროგრამების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ლელა გოგინავა.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას COST Action-ის პროგრამის არსის, მისი მიზნების, მონაწილეობის შესაძლებლობებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ. განხილულ იქნა COST Action-ის კვლევით ქსელებში ჩართვის პირობები, განაცხადის მომზადების ძირითადი ეტაპები, დაფინანსების შესაძლებლობები და პროგრამის მნიშვნელობა ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის.
შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატით, რაც მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას, დაესვათ კონკრეტული კითხვები და მიეღოთ ამომწურავი განმარტებები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI