იტვირთება...
ტალინის უნივერსიტეტი მკვლევარი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტალინის უნივერსიტეტი მკვლევარი გრუნიში


2025 წლის 8-12 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროგრამა Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში მუშაობდა, ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი, ვიქტორ ხიმენეს რივერა.

 

გაიმართა სამუშაო შეხვედრები: უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან, საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელთან - თამარ თავხელიძესთან; საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანთან, რექტორის მოადგილესთან - ვახტანგ ჭარაიასთან; ბიზნესის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელთან - თენგიზ თაქთაქიშვილთან; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილესთან - გიგა თვაურთან; პროფ. გიორგი მომცემლიძესთან; პროფ. ლევან თეზიაშვილთან; პროფ. ზურაბ აზნაურაშვილთან.

 

შეხვედრებზე განიხილეს: უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების, გლობალურ საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის, გაცვლითი პროგრამების განხორციელების, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები.

 

სტუმარმა გრუნის აკადემიურ პერსონალთან იმუშავა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით: მოხდა სილაბუსების გადახედვა და დისკუსია, შემუშავდა ერთობლივი სამომავლო კვლევითი თემატიკა, სტუმარი ლექტორის ფორმატით ჩატარდა რამდენიმე მეცადინეობა სტუდენტებთან.

 

აკადემიური საქმიანობის ფარგლებში, ვიქტორი დაესწრო მოწვეული იაპონელი პროფესორის, ნორიაკი ნისიამას, საჯარო ლექციას, რითაც კიდევ უფრო გაამდიდრა უნივერსიტეტში საერთაშორისო გაცვლის გარემო.