გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულების პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის გაიმართა იაპონელი პროფესორის, ურბანული დაგეგმვის, ტურიზმის დიზაინისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის წამყვანი ექსპერტის, ინჟინერიის დოქტორის - ნორიაკი ნიშიამას (კიოტოს უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია „ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზე დაფუძნებული მემკვიდრეობის მდგრადი დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“.
ლექციაზე განიხილეს: ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპები და ადგილობრივი თემების მონაწილეობა ტურიზმის ინდუსტრიაში. პროფესორმა ნიშიამამ გაანალიზა იაპონიისა და იორდანიის მაგალითები, წარმოაჩინა მონაწილე თემების როლი და არსებული მოდელების პრაქტიკული ეფექტიანობა.
სტუდენტებს მიეცათ პრაქტიკული რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ამ გამოცდილების გაზიარება და ადაპტირება საქართველოში.
პროფესორი ნორიაკი ნიშიამა სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროექტებს ფიჯიში, ირანსა და პერუში; არის იაპონიის ეროვნული საკონსულტაციო საბჭოების წევრი, მათ შორის, კულტურის საქმეთა სააგენტოსა და მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროს კომიტეტებში.
მიღწევები:
- UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციის პროექტების მრჩეველი (მაგ. კინტაიკიოს ხიდი, ლევუკა ფიჯიში);
- იაპონიის ეკოტურიზმის ჯილდოს მიმნიჭებელი კომისიის წევრი (გარემოს დაცვის სამინისტრო);
- ავტორი გავლენიანი კვლევებისა DMO-ს განვითარების, თემებზე დაფუძნებული ტურიზმისა და ლანდშაფტის დაგეგმვის მიმართულებით;
- ურბანული დაგეგმვის იაპონიის საზოგადოების საბჭოს წევრი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI