იტვირთება...
საჯარო ლექცია „ადამიანის ფსიქოლოგია და უფლებები“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია „ადამიანის ფსიქოლოგია და უფლებები“


ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით გაიმართა საჯარო ლექცია: „ადამიანის ფსიქოლოგია და უფლებები“.

 

საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა სამართლისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და მათი ურთიერთგავლენის შესახებ.

 

ლექცია წაიკითხა ფსიქოლოგმა ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძემ, რომელსაც აქვს მრავალწლიანი ექსპერტული გამოცდილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ, მოწმე და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან მუშაობის გამოცდილება. ამავდროულად, ის არის 30-ზე მეტი პუბლიკაციისა და თემატური სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.

 

ღონისძიება გაიმართა ინტერაქტიული ფორმატით, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, ემსჯელათ რეალურ ფაქტებზე და ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში შეეფასებინათ ამ ფაქტების ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები.

 

უნივერსიტეტი აქტიურად გეგმავს მსგავსი თემატიკის ღონისძიებების გაგრძელებას, რათა შეიქმნას ერთიანი აკადემიური სივრცე, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.

 

ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა გრუნის სამართლის სკოლა.