გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი: „ელექტრონული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მოხელეების საქმიანობაში“.
ტრენინგის მიზანი იყო საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ საჭირო ცოდნისა და უნარების გაღრმავება. პროგრამა მოიცავდა ინტერაქტიულ დისკუსიებს, რეალურ ქეისსტადებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლებას.
2 დღის განმავლობაში ტრენინგში მონაწილეობდნენ საჯარო უწყებების თანამშრომლები:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის სამინისტრო;
- ქ. ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს სპეციალისტები;
- ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული თანამშრომლები;
ტრენინგს უძღვებოდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი - გუგული თურმანიძე.
კურსის დასრულების დასტურად მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ამირან მესხიშვილმა.
თემის აქტუალობის გამო, კურსი გაგრძელდება მომდევნო კვირებში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პროფესიული განვითარების პროგრამებს ყოველწლიურად უსასყიდლოდ სთავაზობს აჭარაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI