იტვირთება...
გრუნის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ჩაერთნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივ პროექტში: „მე, ოჯახი, საზოგადოება“.

 

სოციალური საკითხების შესახებ ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელს, თამარ ჩიბურდანიძეს. მომავალი ჟურნალისტებისათვის საინტერესო აღმოჩნდა დისკუსია - რა იწვევს გენოფონდის შემცირებას, ლიბერალური ღირებულებები თუ ეკონომიკური პრობლემები?!

 

შეხვედრაზე გაჩნდა ინიციატივა: შემუშავდეს წინადადება დასაქმებული მშობლებისათვის ფიქსირებული სამუშაო დროის შემცირების ან გადავადების შესახებ და ეს წინადადება წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

 

საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებელ ჯგუფს ხელმძღვანელობს გრუნის ასოცირებული პროფესორი, ელისო ჩაფიძე.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია პროექტის გამარჯვებულებს 20 თებერვალს გამოავლენენ.