2025 წლის 27-28 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის ექსპერტთა ბორდის წევრი, ბელა კოპალიანი, მონაწილეობდა ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმში: „მსოფლიო - ფლორენციაში 2025, მემკვიდრეობა - მშვიდობის მოძრაობა“.
ფორუმის პანელური შეხვედრები და სესიები დაეთმო მშვიდობის, მემკვიდრეობითობისა და კულტურათშორისი დიალოგის საკითხების განხილვას:
- მშვიდობა და მემკვიდრეობა: კონფლიქტის, შერიგების, კულტურათშორისი განათლებისა და კულტურის კომუნიკაციური ძალა;
- მშვიდობის კომუნიკაცია, კომუნიკაციის როლი დიალოგისთვის;
- ტურიზმი, როგორც შეხვედრებისა და დიალოგის შესაძლებლობა;
- საზოგადოებაზე დაფუძნებული ტურიზმი;
- მემკვიდრეობა და ბუნებრივი რესურსები.
გაიმართა მონუმენტის - „მემკვიდრეობა მშვიდობის მშენებლობისთვის“, პრეზენტაცია.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2019 წლიდან არის რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის პარტნიორი, რომელიც საგანმანათლებლო და ბიზნეს მიმართულებით თანამშრომლობს 5 კონტინენტის 111 ქვეყანასთან, 500 ინსტიტუციასთან, 5212 დიდი ქალაქის მერიასთან.
უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის გადაწყვეტილებით, ფონდის უხუცეს ვიცე-პრეზიდენტს, პაოლო დელ ბიანკოს, გადაეცა უნივერსიტეტის სერტიფიკატი და საპატიო მედალი: „ალმა მატერის რჩეული“.
უნივერსიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ფონდთან და გრუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობით ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI