2025 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტის - „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში გაიმართა მწერლისა და მეცნიერის, როსტომ ჩხეიძის, საჯარო ლექცია გრუნის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის.
მოწვეულმა სტუმარმა ახალგაზრდებთან ისაუბრა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლისა და მოქალაქეობის შესახებ, სამშობლოსათვის მისი თავდადებული სამსახურის, ქართველი ხალხის განათლების, ქართული ენისა და ქვეყნის მდიდარი კულტურის აღორძინების, საზოგადოების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ. გაიხსენა საინტერესო და უცნობი ეპიზოდები სასიქადულო მამულიშვილის ცხოვრებიდან.
შეხვედრა ინტერაქტიური ფორმატით წარიმართა და სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, დეკანოზი შალვა ჩაჩანიძე, მონოზონი ელენე, გრუნის პროფესორ-მასწავლებლები.
უნივერსიტეტი განაგრძობს სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრების შესახებ, გაიაზრონ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობა, დამოუკიდებლობა, უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI