იტვირთება...
სასწავლო-შემეცნებითი ტური ჰააგაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-შემეცნებითი ტური ჰააგაში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტები, გრუნის მხარდაჭერით, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით ჰააგაში იმყოფებოდნენ.

 

ერთკვირიანი ვიზიტის მიზანი იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობის პრაქტიკის გაცნობა. სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სასამართლოს იურისდიქციის, სტრუქტურისა და საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ ორგანიზაციის ფუნქციონირების მთავარ პრინციპებსა და სტანდარტებს.

 

ოფიციალური, გაცნობითი შეხვედრების შემდგომ სტუდენტები ამსტერდამის Het Scheepvaartmuseum-ის ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ, დაათვალიერეს ნიდერლანდების ისტორიის მდიდარი არქივი და ვან გოგის მუზეუმი.

 

სასწავლო - შემეცნებითი ტურის ორგანიზატორი იყო სამართლის სკოლის დოქტორანტი, სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე – ქეთევან გაბრიჭიძე.