იტვირთება...
გრუნის ასისტენტ-პროფესორი - ლისაბონის საერთაშორისო ვორკშოფის მოდერატორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის ასისტენტ-პროფესორი - ლისაბონის საერთაშორისო ვორკშოფის მოდერატორი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - ლელა გოგინავა, მონაწილეობდა ლისაბონის (პორტუგალია) საერთაშორისო ვორკშოფის მუშაობაში და მოდერირებას უწევდა პირველ სესიას.

 

ვორკშოფი ორგანიზებული იყო მიგრაციის მკვლევართა საერთაშორისო ჰაბის (IMISCOE) განათლებისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებზე მომუშავე მუდმივი კომიტეტისა (EduSocial) და ლისაბონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კვლევისა და სწავლების ცენტრთან არსებული მიგრაციის, მობილობისა და ეთნიკურობის კვლევითი ჯგუფის (CIES-Iscte) მიერ.

 

ვორქშოფმა თავი მოუყარა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ მკვლევრებს — დოქტორანტებს, ადრეული კარიერული საფეხურის მკვლევრებსა და ცნობილ მეცნიერებს, რითიც ხელი შეუწყო აკადემიურ თანამშრომლობასა და ახალი კვლევების გაზიარებას.

 

ლელა გოგინავა, როგორც ვორქშოფის თემის იდეის ავტორი, ღონისძიების თანაორგანიზატორადაც მიიწვიეს, ხოლო, როგორც IMISCOE-ს ქსელის ექსპერტი, მონაწილეობდა ვორქშოფზე წარმოდგენილი კვლევის მომზადებაში.

 

გრუნის ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო შეკრებაში, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის ჩართულობას გლობალურ აკადემიურ საქმიანობაში.

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/o6Mse