გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის, მოწვეული ლექტორისა და გრუნის დოქტორანტის, ანა აბესაძის, თანაავტორობით კანადაში გამოიცა კრებული "Begin it Now", რომელიც ქალთა გაძლიერების საკითხებს მიმოიხილავს.
კრებულში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად იდეალური მომენტი არ არსებობს და მკითხველს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს.
კრებულის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდება გოგონების განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ეს არის ანას თანაავტორობით გამოცემული მესამე წიგნი - პირველი ორი ნიუ‑იორკსა და ლონდონში დაიბეჭდა.
წიგნი მალე ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, Amazon‑ზე, ბეჭდური, აუდიო და Kindle ფორმატებით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI