იტვირთება...
გრუნის სტუდენტები პარტნიორი სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს აფასებენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები პარტნიორი სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს აფასებენ


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

2025 წლის 17 ნოემბერს, სერვანტესის სახელობის კერძო სკოლა-გიმნაზიაში „აია-ჯესი“, გაიმართა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კულტურის დამკვიდრებას, ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების ხელშეწყობას.

 

მოსწავლეთა ნამუშევრებს ჟიურის წევრის სტატუსით, უცხოელ სტუმრებთან ერთად, გრუნის წარჩინებული სტუდენტები - მარიამ ბრეგვაძე და ლაილა მალავე პეიგანიც, აფასებდნენ.

 

 ჟიურიმ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, გამოარჩია 5 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამით უცხოეთში გაემგზავრებიან.

 

„აია-ჯესი“ მადლობას უხდის გრუნისა და მის სტუდენტებს აქტიური თანამშრომლობისათვის.