იტვირთება...
ნინო ცხოვრებაშვილი - იუნესკოს სამიტის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო ცხოვრებაშვილი - იუნესკოს სამიტის მონაწილე


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორმა, ნინო ცხოვრებაშვილმა, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პარიზის ოფისში გამართულ სამიტში „კრეატიულობა განათლებაში“.

 

სამიტი ორგანიზებული გახლდათ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგანმანათლებლო კვლევისა და ინოვაციების ცენტრის (CERI), განათლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების იუნესკოს ინსტიტუტისა (IITE) და კრეატიული აზროვნების გლობალური ინსტიტუტის (GIoCT) მიერ.

 

სამიტი ქმნის პლატფორმას, რომელიც აერთიანებს პედაგოგებს, პროფესორებს, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, სწავლა-სწავლებაზე არსებული იდეების გაცვლისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.