იტვირთება...
გრუნის სტუდენტების სოციალური პროექტი: „ისუნთქე თავისუფლად“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტების სოციალური პროექტი: „ისუნთქე თავისუფლად“


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტების - ზუკა კირკიტაძისა და ბარბარე დევდარიანის, ინიციატივითა და გრუნის მხარდაჭერით, გაიმართა სოციალური პროექტის - „ისუნთქე თავისუფლად“, პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას თამბაქოს მოხმარების საზიანო შედეგებზე და პასუხისმგებლიანი არჩევანის კულტურის დამკვიდრებას.

 

პროექტი ეფუძნება თანამედროვე სამედიცინო კვლევებს და სტუდენტებს განუმარტავს, როგორ აზიანებს მოწევა აქტიური და პასიური მწეველების ჯანმრთელობას, აბინძურებს გარემოს და ზოგადად, მოქმედებს ცხოვრების წესზე.

 

სტუდენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოწევა არა მხოლოდ პიროვნული, არამედ საზოგადოებრივი პრობლემაცაა და არჩევანი იწყება პასუხისმგებლობით საკუთარი თავისა და სხვათა წინაშე.

 

პრეზენტაცია სტუდენტების აქტიური მონაწილეობით წარიმართა, რომელიც მოიცავდა ინტერაქტიურ გამოკითხვას, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და ვიდეორგოლს „თამბაქოს ეპიდემია - ყველაზე დიდი საშიშროება“.

 

გრუნი განაგრძობს სტუდენტების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ჯანსაღი მომავალი თაობის ფორმირებასა და საზოგადოების განვითარებას.