იტვირთება...
ტესოლ პროგრამის მეშვიდე ნაკადი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტესოლ პროგრამის მეშვიდე ნაკადი გაიხსნა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, აგრძელებს TESOL პროგრამას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის.

 

პროგრამა ხორციელდება გრუნის სკოლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, მეშვიდე ნაკადში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 მასწავლებელი, რომლებმაც მიიღეს გრუნის სრული დაფინანსება პროფესიული გადამზადებისათვის.

 

TESOL პროგრამის მეშვიდე ნაკადისათვის შეირჩა როგორც Access პროგრამის მასწავლებლები(აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციით), ისე საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

 

2025 წლის 10 ნოემბერს გაიმართა პირველი ონლაინშეხვედრა შერჩეულ მონაწილეებსა და ტეხასის A&M უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.

 

ტეხასის A&M უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

  • იოკ ჰანსონი - პროგრამის კოორდინატორი;
  • ლინდა როდრიგესი - ენათა ცენტრის ხელმძღვანელი.

 

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა გრუნის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი -ანა აბესაძე. შეხვედრას ესწრებოდა TESOL პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული - ნატო ჯავახია, რომელმაც ახალ მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

 

გრუნის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა ტეხასის A&M უნივერსიტეტს მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატება უსურვა TESOL პროგრამის მონაწილეებს.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა ქართულ სკოლებში გაავრცელონ.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2022 წლის 31 აგვისტოს ტეხასის A&M უნივერსიტეტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციასა და აკადემიური ხარისხის განვითარებას.

 

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს გრუნის მორიგ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო სექტორისადმი და ნათლად ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან ვალდებულებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის.