საფრანგეთის კლერმონ ოვერნის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს 2026-2027 სასწავლო წელს (01.09.26 – 30.05.27) ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის განსახორციელებლად.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ჩაირიცხებიან დამამთავრებელ კურსზე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოიპოვებენ კლერმონ ოვერნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს.
მოთხოვნები: ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე / მაღალი აკადემიური მოსწრება.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI