იტვირთება...
ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025 გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025 გრუნიში


ევროპის აკადემიური ცენტრისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გრუნიში გაიმართა ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025.

 

სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 14-22 წლის ახალგაზრდები - სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებული არიან საერთაშორისო ურთიერთობებით, დიპლომატიისა და ლიდერობის საკითხებით.

 

მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში მოამზადეს დებატები, წარმოადგინეს ინიციატივები და შეიძინეს გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ დაეხმარა ნატოს პრინციპებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ღრმად გააზრებაში.

 

პროექტის გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები, ამავდროულად, მათ მიიღეს შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით ჩაერთონ ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში.

 

პროექტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან გლობალური პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებით.

 

ევროპის აკადემიური ცენტრი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდიან ყველა მონაწილეს, მენტორსა და პარტნიორ ორგანიზაციას, მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის.

 

პროექტი განხორციელდა „გრუნი ანალიტიქსის“ ორგანიზებით.