გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო QS Stars-ის აკრედიტაცია და საერთო შეფასებით, ხუთიდან, სამი, ხოლო სწავლებისა და დასაქმების მიმართულებებით 4 ვარსკვლავი მიენიჭა.
QS Stars მსოფლიოში უნივერსიტეტთა შეფასების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სისტემაა, რომელიც აფასებს სასწავლო პროცესის ხარისხს, სტუდენტთა წარმატებას, დასაქმებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ჩართულობას, მის გავლენას ეკოლოგიაზე და სხვ.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა მაღალი შედეგი აჩვენა შემდეგ მიმართულებებში:
- სწავლება და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა - სტუდენტთა კმაყოფილების მაჩვენებელი შეადგენს 87%-ს, ხოლო აკადემიური პროგრამების დასრულების მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი უმაღლესია (99.2% );
- დასაქმება და კარიერული განვითარება - უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 84.3% წარმატებით დასაქმებულია, ხოლო სტუდენტებისთვის აქტიურად ტარდება პრაქტიკული სტაჟირებები და დასაქმების ფორუმები;
- საერთაშორისო ჩართულობა - უნივერსიტეტი აერთიანებს 21 ეროვნების სტუდენტს, თანამშრომლობს 63 საერთაშორისო კვლევით პარტნიორთან და განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას გლობალურ საგანმანათლებლო ქსელებში;
- თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო - თანამედროვე აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და ციფრული რესურსები უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული უნარების განვითარებას.
აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მტკიცედ მიჰყვება საერთაშორისო სტანდარტებსა და ხარისხის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტების წარმატებასა და პროფესიულ დაოსტატებაზე.
ვულოცავთ გრუნის ამ წარმატებას!
https://www.topuniversities.com/universities/grigol-robakidze-university

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI