იტვირთება...
გრუნის რექტორი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის რექტორი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს


2025 წლის 25 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება.

 

კრებამ განიხილა ორგანიზაციული საკითხი, რომელიც აკადემიის წევრებს განსახილველად წარუდგინა აკადემიის საპატიო პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ნათელა ვასაძემ.

 

კრებამ გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობიდან.

 

აკადემიის საერთო კრებამ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; თანაპრეზიდენტად - პროფესორი ინდირა ძაგანია; ვიცე პრეზიდენტად - პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი; აკადემიკოს - მდივნად კვლავ აირჩია პროფესორი ლუბა ბიბილეიშვილი.

 

კრებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრები: პროფესორი ავთანდილ ასათიანი, პროფესორი ოთარ გოგილაშვილი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, პროფესორი იმერი ბასილაძე, პროფესორი ვახტანგ სართანია, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი, პროფესორი ინდირა ძაგანია, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

საერთო კრებამ განიხილა აკადემიის რეფორმირებისა და სამომავლო საქმიანობის საკითხებიც.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს გრუნის რექტორს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - მამუკა თავხელიძეს, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევას და უსურვეს წარმატებას.