იტვირთება...
თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსთან გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსთან გრძელდება


საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნა ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის კაბინეტი, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და ლიტერატურით არის აღჭურვილი.

 

კაბინეტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს და ქართულ - ყაზახური ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინმა; გრუნის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ღონისძიების ორგანიზატორმა ბადრი ნაჭყებიამ.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მადლობა გადაუხადა ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობისათვის.

 

იმავე დღეს ღონისძიება გაგრძელდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციით: „ყაზახეთის, როგორც „შუა ძალის“ როლი გლობალური ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში“, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის დღეს მიეძღვნა.

 

 კონფერენციაზე განიხილეს:

  • „ქართულ - ყაზახური ურთიერთობის აქტუალური საკითხები“ - მალიკ მურზალინი;
  • „რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებაში ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის როლი“ - პროფესორი ტალგატ კალიევი;
  • „ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გამოწვევები ცენტრალურ აზიაში და მათ წინააღმდეგ ბრძოლა“ - ვასილ პაპავა;
  • „ყაზახეთი როგორც, ეთნიკური და რელიგიური სტაბილურობის მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცეში“ - პროფესორი ბადრი ნაჭყებია;
  • „ყაზახეთის გადამწყვეტი როლი შუა დერეფნის პროექტის განხორციელებაში“ - ბექა ნაცვლიშვილი;
  • „სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის როლი რეგიონული ურთიერთქმედების ახალ სისტემაში“ - პროფესორი ნიკა ჩიტაძე;
  • „ყაზახეთი და ბიოლოგიური უსაფრთხოება - ახალი გეოპოლიტიკური კოდექსი და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრობლემა“ - პროფესორი ვახტანგ მაისაია;
  • „ახალგაზრდობის პოლიტიკა ყაზახეთის რესპუბლიკაში“ - ნიკა გოჩიტაშვილი, სტუდენტი.

 

კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და განხილული საკითხების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.