იტვირთება...
თორნიკე მერებაშვილი - საერთაშორისო კონფერენციის - PLPR 2026, მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თორნიკე მერებაშვილი - საერთაშორისო კონფერენციის - PLPR 2026, მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიწის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სამართლის დოქტორი თორნიკე მერებაშვილი მიიწვიეს ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე - Planning, Law, and Property Rights 2026 (PLPR) რომელიც გაიმართება 2026 წლის 16-20 თებერვალს, ატლანტაში (აშშ).

 

კონფერენცია აერთიანებს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებსა და მკვლევრებს მიწის სამართლის, საკუთრებისა და სივრცითი დაგეგმარების სფეროში. წელს, PLPR-ის 20-ე საიუბილეო ფორუმზე, წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეირჩა „ორმაგად ბრმა" რეცენზირების პრინციპით, მკაცრი აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.

 

მერებაშვილის კვლევა - „Acquisition of Property Rights in Georgia: Legal Challenges, Registration Gaps, and Comparative Insights“ - მიმოიხილავს საკუთრების უფლებების მიღების სამართლებრივ პრობლემებსა და რეგისტრაციის სისტემურ ხარვეზებს საქართველოში, პარალელურად კი გვთავაზობს შედარებით ანალიზს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებით.

 

რეცენზენტების შეფასებით, ნაშრომი ეხება კრიტიკულად მნიშვნელოვან და ხშირად უგულებელყოფილ საკითხს - როგორ ფუნქციონირებს საკუთრების უფლება, როდესაც მას სამართლებრივი ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ უზრუნველყოფს. როგორც ერთ-ერთმა რეცენზენტმა აღნიშნა: „ეს კვლევა PLPR-ის ზოგად მიზნებსა და დისკუსიებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.

 

აღსანიშნავია, რომ PLPR არის საერთაშორისო სამეცნიერო ქსელი, რომელიც აკავშირებს იურისტებს, გეოგრაფებს, ეკონომისტებსა და ურბანისტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

 

კონფერენციის ორგანიზატორია Georgia Institute of Technology - აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

 

დამატებითი ინფორმაცია PLPR 2026-ის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://design.gatech.edu/PLPRAtlanta