იტვირთება...
გასვლითი მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექციადა პრაქტიკული მეცადინეობა მთაწმინდაზე, კლუბ ანდერვილში მოწყობილ ღვინის ფესტივალზე: „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2025".

 

მეცადინეობა დაიგეგმა ღონისძიებების ადმინისტრირების დისციპლინის სილაბუსის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

ფესტივალი მეშვიდე წელია იმართება და წელს მასში 44 მცირე მარანი და ღვინის სექტორთან დაკავშირებული 3 კომპანია მონაწილეობდა. სტუდენტები გაეცნენ ფესტივალის, როგორც ღონისძიების, მოწყობის თავისებურებებს. საინტერესო იყო კომპანიების წარმომადგენლებთან გასაუბრება ღვინის წარმოებისა და ღვინის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე. რამდენიმე საწარმომ სურვილი გამოთქვა ღონისძიებების მოწყობის საკითხში ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან, დაასაქმოს სტუდენტები.

 

გასვლით ლექციას მეცადინეობას ხელმძღვანელობდა ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე.