იტვირთება...
შპს „როვი“ - გრუნის ახალი პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შპს „როვი“ - გრუნის ახალი პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და კომპანიამ „შპს როვი“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებასა და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნას.

 

თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, პროფესიული სტაჟირების პროგრამების ორგანიზებას, თემატური სემინარებისა და ტრენინგების გამართვას, ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი სასწავლო კურსების განვითარებას.

 

მემორანდუმის გაფორმება განხორციელდა „გრუნი ანალიტიკის“ ორგანიზებით.