იტვირთება...
სასწავლო-შემეცნებითი ტური ჯავახეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-შემეცნებითი ტური ჯავახეთში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ტურიზმის გეოგრაფიის, კულტურული ტურიზმისა და ტურიზმის მარკეტინგის დისციპლინების ფარგლებში მოეწყო საველე მეცადინეობა ჯავახეთის ასპინძის მუნიციპალიტეტში.

 

სტუდენტებმა დაათვალიერეს XII-XIII საუკუნეების ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, რომელიც გამოირჩევა ფრესკული მხატვრობითა და არქიტექტურით, მოინახულეს VIII-XVI საუკუნეების ვანის ქვაბები და ხერთვისის ციხე, საქართველოს ფართობით ყველაზე დიდი ფარავნის ტბა, ასევე, საღამოს ტბა, გაეცნენ ჯავახეთის ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსებს.

 

გარდა ღირსშესანიშნაობების ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სიღრმისეული გაცნობისა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკული სასწავლო-შემეცნებითი ტურის დაგეგმვაში, განიხილეს ტურისტული ტურების დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები. გამოთქვეს ინტერესი თემატური ტურების მოდელირების საკითხის მიმართაც.

 

სასწავლო ტურს ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი - მაკა ფირანაშვილი. სასწავლო ტურის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, ასევე, ასოცირებული პროფესორი - ერეკლე უგრელიძე და ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის თანაშემწე - თიკო რობაქიძე.