გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის საქმიანობაში ჩართულმა სამართლის მიმართულების სტუდენტებმა პრაქტიკა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში გაიარეს.
გრუნის 10 სტუდენტი მომავალი მედიატორების გამოცდაში ჩაერთო და როლური თამაშების შესრულებაში მონაწილეობდა. ასეთი აქტივობები სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, საკუთარი პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეამოწმონ, მიღებული ცოდნა იმიტირებულ პროცესებზე დაადასტურონ და მომავალი პროფესიული გამოწვევებისათვის მოემზადონ.
პრაქტიკის დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი.
მედიაციის ცენტრი განაგრძობს საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მიეცეს პრაქტიკულ პროგრამაში ჩართვისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI