იტვირთება...
ლელა გოგინავას აკადემიური პოსტერი - პარიზის გამოფენაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლელა გოგინავას აკადემიური პოსტერი - პარიზის გამოფენაზე


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორისა და ამავე უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის - ლელა გოგინავას, აკადემიური პოსტერი: „მონებისა და მიგრანტი ქალების უხილავი ისტორიები: ექსპლუატაცია საუკუნეების განმავლობაში“, წარმოდგენილია პარიზის ბიბლიოთეკაში - “უტოპია”, გამართულ გამოფენაზე, რომელიც 2026 წლის მაისამდე გაგრძელდება.

 

აღნიშნული პოსტერი ეფუძნება ლელა გოგინავას კვლევას, რომელიც მოიცავს ახალგაზრდა ქართველი ტყვე ქალების ისტორიებს, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის ყველაზე გავლენიან ფიგურებად - ვალიდე სულთნებად, სულთნების დედებად და მმართველი დინასტიის ფორმირებაში ჩართულ გავლენიან პიროვნებებად იქცნენ.

 

გამოფენა  მომზადდა ევროკავშირის ორგანიზაციის - COST Association - European Cooperation in Science and Technology და ჟიულ ვერნის სახელობის პიკარდის უნივერსიტეტის (ამიენი) მხარდაჭერით.