იტვირთება...
მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა 2025

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა 2025


2025 წლის 13-18 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და ბიზნესისა და მართვის სკოლის ასისტენტ - პროფესორი, მარიამ ლაშხი, მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა.

 

გრუნის დელეგატის სტატუსით მიწვეული წარმომადგენლები მონაწილეობდნენ დისკუსიაში: მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევები, მდგრადი განვითარება, ფინანსური საკითხები, ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური ტექნოლოგიები და სხვა.

 

ღონისძიებას 200-მდე ქვეყნის რამდენიმე ათასი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის პირველი პირი, ასევე, ეროვნული ბანკების ხელმძღვანელები, ბიზნესის, არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.