გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მედიაციის კლინიკების ქსელის საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში, რომელიც გაიმართა დიდი ბრიტანეთის, სტრატკლაიდის, უნივერსიტეტის (University of Strathclyde) ორგანიზებით.
კონფერენციაზე გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, იურისტმა ნინა გერსამიამ და samarსამართლის სკოლის სტუდენტმა, ცენტრის პროექტების მენეჯერმა - გიორგი ამირხანიანმა, წარადგინეს პრეზენტაცია: „სტუდენტების გზა მედიაციის კლინიკაში: სწავლების, პრაქტიკისა და პროფესიული ზრდის ინტეგრაცია“.
ნინა გერსამიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა მედიაციის კლინიკის შექმნის ისტორიის, მისიისა და სწავლების მოდელის, ამ პროცესებში სტუდენტთა ჩართულობის, მენტორობის/ზედამხედველობის მნიშვნელობის შესახებ. აღინიშნა სტუდენტების სერტიფიცირებულ მედიატორებად ქცევისა და ახალგაზრდებში დიალოგის კულტურის ხელშეწყობის მიზნით გაწეული საქმიანობის თაობაზეც.
გიორგი ამირხანიანმა, როგორც სტუდენტმა და ცენტრის პროექტების მენეჯერმა, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა მედიაციის კლინიკაში პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების მიზნით მიღებული გამოცდილება, მათ შორის, ემპათიური მოსმენისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მართვის საკითხები. მისი გამოსვლა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს მონაწილეებმა.
კონფერენციის დასრულებისას ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდს აქტიური მონაწილეობისათვის და საუკეთესოდ შეაფასეს მათი გამოსვლა და პროფესიული მომზადება.
მედიაციის ცენტრის პრეზენტაცია განთავსდება მედიაციის კლინიკების საერთაშორისო ქსელის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ დელეგატები: ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულად მრავალფეროვან და საერთაშორისო ხასიათს სძენს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI