იტვირთება...
სოციალური მეწარმეობის ვორკშოპის ფინალისტი გუნდის წარმატება SDG ოლიმპიადაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოციალური მეწარმეობის ვორკშოპის ფინალისტი გუნდის წარმატება SDG ოლიმპიადაზე


გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული სოციალური მეწარმეობის ვორკშოპის ფინალისტი გუნდი - “ერთობა“ - 2025 წლის 10-13 ოქტომბერს მონაწილეობდა ჟენევის უნივერსიტეტის SDG ოლიმპიადის ფინალურ ღონისძიებაში.

 

დასკვნით ღონისძიებაზე გუნდმა წარადგინა ბიზნესკონცეფცია, რომელიც შემუშავდა ოლიმპიადის ოფიციალური მასპინძელი ინსტიტუტის, GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის, სოციალური მეწარმეობის ვორკშოპის ფარგლებში და მოიპოვა სპეციალური პრიზი - Commuunity-Based Award.

 

უნივერსიტეტისა და ცენტრის სახელით ვულოცავთ ფინალისტ გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

 

17 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გრუნის ფინალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია.