იტვირთება...
ევროპის კულტურული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია სიბიუში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევროპის კულტურული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია სიბიუში


სიბიუში (რუმინეთი) ჩატარდა ევროპის კულტურული ტურიზმის XVIII საერთაშორისო კონფერენცია: “ვიზიტორთა გამოცდილება და ავთენტურობა მდგრადი, ჭკვიანი და ძლიერი კულტურული ტურიზმისათვის“.

 

კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდნენ სიბიუს საოლქო საბჭო, მუზეუმი „ასტრა“ და ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი (ECTN), რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ((UN Tourism)) აფილირებული წევრი და ამ სფეროში მომუშავე ერთადერთი პანევროპული სტრუქტურაა, მისი წევრები არიან სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს ECTN-თან და 2023 წლიდან მისი წევრია.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპული პროექტების: EnoGastroDEST, Smart Tour და Inspires, მხარდაჭერით.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 17 ქვეყნის ექსპერტის 40-ზე მეტი პრეზენტაცია, განიხილეს: ვიზიტორთა გამოცდილება, დიგიტალიზაცია, მემკვიდრეობა, გასტრონომია და პასუხისმგებლიანი ტურიზმი.

 

კონფერენციაზე ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ პროფესორ თამარ ქობლიანიძესთან ერთად წარადგინა მოხსენება: „ქართული გასტრონომიული მრავალფეროვნება, როგორც ტურიზმის განვითარების შესანიშნავი რესურსი“.

 

კონფერენციის დასასრულს მოეწყო სასწავლო ვიზიტი ტრანსილვანიის მაღალმთიანეთში.

 

ევროპის კულტურული ტურიზმის კონფერენციაში გრუნის პროფესორის მონაწილეობით საქართველო ევროპაში წარმოჩინდა, როგორც კულტურული ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რაც ხელს უწყობს ამ მიმართულებით ახალი თანამშრომლობის განვითარებას.

 

ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაისახა მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები.